სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე: ვერც გავრილოვის, ჟირინოვსკისა და ზუგანოვის ზურგს ვერ ამოეფარება ადამიანი, რომელიც სამართალსა და კანონს გაურბის

სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე: ვერც გავრილოვის, ჟირინოვსკისა და ზუგანოვის ზურგს ვერ ამოეფარება ადამიანი, რომელიც სამართალსა და კანონს გაურბის

ვერც გავრილოვის, ჟირინოვსკისა და ზუგანოვის ზურგს ვერ ამოეფარება ადამიანი, რომელიც სამართალსა და კანონს გაურბის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში, ნიკა მელიას დასაცავად მობილიზაციაზე განაცხადა.

„ვერც გავრილოვის, ვერც ჟირინოვსკის, ვერც ზუგანოვის ზურგს ვერ ამოეფარება ადამიანი, რომელიც სამართალსა და კანონს გაურბის. ვერ დაიფარავს მათი ზურგები, ტყუილად ებღაუჭებიან, ტყუილად კალთაში უვარდებიან. კანონი იკანონებს ყველა შემთხვევაში. ვერანაირი კასრები, ვერანაირი შეშები სამართლის აღსრულების პროცესს ვერ შეაჩერებს“, - განაცხახდა სუბარმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.