მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელიას უნდა, რომ კოლეგები ფარად აიფაროს და თავი დაჩაგრულად წარმოადგინოს

მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელიას უნდა, რომ კოლეგები ფარად აიფაროს და თავი დაჩაგრულად წარმოადგინოს

ეს ადამიანი საჯაროდ ვაჟკაცობს და გაბედულია, თუმცა თუნდაც 20 ივნისის ფაქტს, რომ დავაკვირდეთ, როცა მან ახალგაზრდებს მოუწოდა და თვითონ სადღაც დაიმალა, სწორედ ასევე იქცევა ამ მდგომარეობაშიც, ფარად დაიყენა განსხვავებული და გაურკვეველი პოლიტიკური კოლეგები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია გვარს ამართლებს და სოროშია შემძვრალი.

„ეს ადამიანი საჯაროდ ვაჟკაცობს და გაბედულია, თუმცა თუნდაც 20 ივნისის ფაქტს, რომ დავაკვირდეთ, როცა მან ახალგაზრდებს მოუწოდა და თვითონ სადღაც დაიმალა, სწორედ ასევე იქცევა ამ მდგომარეობაშიც, ფარად დაიყენა განსხვავებული და გაურკვეველი პოლიტიკური კოლეგები. იქ წარმოდგენილი ქალები უნდა, რომ ყველა აიფაროს და თავი დაჩაგრულად წარმოადგინოს და ამ ხალხს მოუწოდებს, რომ არ გაატანოს, არ დაიჭერს და ასე ვთქვათ ეპაექრება ვის? ეს არ არის „ქართულ ოცნებასთან“ პაექრობა, ეს არის საკუთარ ქვეყანასთან, სამშობლოსთან და სახელმწიფოსთან პაექრობა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ ლომი ვერ გამოდგა, თავის გვარს ამართლებს და სოროშია შემძვრალი და წინ აფარებული ყავს გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის ადამიანები“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 17 თებერვალს შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.