მამუკა მდინარაძე: მე პირადად არც გაყალბებული არჩევნების გატარებას ვაპირებ და არც ბინძური რუსული თამაშის

მამუკა მდინარაძე: მე პირადად არც გაყალბებული არჩევნების გატარებას ვაპირებ და არც ბინძური რუსული თამაშის

მე პირადად, არც ერთის, არც გაყალბებული არჩევნების, არც ამ ბინძური რუსული თამაშის გატარებას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

სერგეი გავრილოვთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განხილვის თემა გახდა, მმართველი გუნდი მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.

„ვერავინ შეძლებს, მით უმეტეს, როდესაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა რუსულ საქმეს, ეს იარლიყი სხვაგან გადაიტანოს და ის სხვა ვიყოთ ჩვენ. მათი ნარატივია - „მოდით, ჩვენი ტელევიზიები დაინტერესდნენ აი, ამ კონკრეტული პროვოკატორი ადამიანის მოსაზრებებით და შემდეგ დავამთხვიოთ მისი მესიჯბოქსი „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსს და ამით შევმატოთ ელფერი ჩვენ ამ დესტაბილიზაციის გეგმას“. მე პირადად, არც ერთის, არც გაყალბებული არჩევნების, არც ამ ბინძური რუსული თამაშის გატარებას არ ვაპირებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ.პირველის“ ეთერში გააკეთა.

სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავრილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.