სოსო მანჯავიძე:  ვერ გაიმარჯვეთ პუტჩის მეშვეობით? ვერ აიღეთ პარლამენტი?

სოსო მანჯავიძე: ვერ გაიმარჯვეთ პუტჩის მეშვეობით? ვერ აიღეთ პარლამენტი?

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"1923 წლის 8-9 ნოემბერს ჰიტლერმა და ლუდენდორფმა მიუნხენში ''ლუდის პუტჩი" მოაწყვეს. პუტჩი დამარცხდა, ჰიტლერი დაიჭირეს, და და ხუთი წელი მიუსაჯეს.პროცესი 24 დღეს გაგრძელდა და ნაციზმის პროპაგანდის საუკეთესო ტრიბუნად გადაიქცა, ისევე, როგორც მთელი პუტჩი, რომელმაც ჰიტლერი მთელს გერმანიას და მსოფლიოს გააცნო. ციხეში მან რუდოლფ ჰესს "მაინ კამპფი" უკარნახა,

ამ გამოცდილებამ ჰიტლერი დაარწმუნა, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად უკეთესი იქნებოდა გამოეყენებინა სამართლებრივი საშუალებები და პროპაგანდა.

ეს პატივცემული ნიკანორ მელიას ქცევაზე გამახსენდა.

ვერ გაიმარჯვეთ პუტჩის მეშვეობით? ვერ აიღეთ პარლამენტი? არა უშავს, მომავალი წინაა. ხომ ხედავ, როგორი მიმოზასავით მორცხვია ხელისუფლება.. კეთილი ინებე და ჩაჯექი, მითუმეტეს, რომ ციხეში ცივ ნიავს არ მოგაკარებენ, მინიმალურს მოგისჯიან, პროპაგანდა არ გაკლიათ და ფული, "მაინ კამპფი"-ს ჩამწერიც კი გეყოლება და წამებულის მანტიასაც მოისხამ მომხრეების თვალში.

ცოტა სერიოზულ ხალხისგან მაინც აიღეთ მაგალითები, ცოტა ჩვენს პოლიტიკასაც ეპიკური შტრიხები გაუჩნდება, დრამატულ ჟანრში გადავა, თორემ ასეც არ შეიძლება, მთლად ორღობეს დავემგვანეთ , ამდენი კომედიებიც არ ვარგა, რა დროს სიცილიაო, მწერს ზოგი მჭმუნვარე მამულიშვილი.

არადა , მოდი და ნუ გაიცინებ ამ სურეალისტური მდგომარეობის შემხედვარე.

რა ყველაფერი უნდა ასწავლო ამ ხალხს, გადაირევი კაცი პირდაპირ".