ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეკრებილებზე: „ბოევიკებს“ უყურებს ეტყობა მელია და დრამატიზებას ცდილობს

ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეკრებილებზე: „ბოევიკებს“ უყურებს ეტყობა მელია და დრამატიზებას ცდილობს

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, აბსურდია გუშინ და დღეს რასაც ვუყურებთ. ჯერ სასამართლო არ ჩატარებულა და სად გამაგრდნენ, ვის გაუმაგრდნენ, - ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილ ნიკა მელიას მხარდამჭერებზე საუბრისას განაცხადა.

​„ბოევიკებს“ უყურებს ეტყობა მელია და დრამატიზებას ცდილობს. მოეშვას ამ სისულელეს. თუ მართლა გული შეგტკივა ამ გულშემატკივრებზე. თავის ოჯახზე, ადექი და გადაიხადე ჩვეულებრივად. გეკუთვნის, იცი და გადაიხადე. შენც დაისვენებ, ჩვენც და მთელი საქართველოც. მარაზმშია უკვე გადასული“, - აცხადებს დეპუტატი.

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი იმართება. 16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.