დიპლომატიურ ენაზე იყო საკმაოდ მწვავე განცხადება - ხატია დეკანოიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე

დიპლომატიურ ენაზე იყო საკმაოდ მწვავე განცხადება - ხატია დეკანოიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე

ოპოზიციის წევრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელის განცხადებებს გამოეხმაურნენ.

ოპოზიციის შეფასებით, ევროკავშირის ელჩმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით მწვავე განცხადება გაავრცელა, მათივე თქმით, დიპლომატმა ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის პრობლემებს.

"დიპლომატიურ ენაზე იყო საკმაოდ მწვავე განცხადება. ეს იყო ის, რომ თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს და გავრილოვის პატიმრის კონფიგურაციას შეეცდება, მაშინ ეს უფრო გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას და რა თქმა უნდა, ამით ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, მათ შორის ერთპარტიული პარლამენტით, არ განიმუხტება; და მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ბატონმა ჰარცელმა ხაზი გაუსვა უმძიმეს პრობლემას საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, კერძოდ, მან თქვა, რომ სასამართლოს ნდობა და სასამართლოს ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი.

მას შემდეგ რაც ხელისუფლება ასრულებს გავრილოვის მითითებებს, არავითარ რაღაც კონკრეტულ მოლაპარაკებებზე და უფრო მეტიც, არავითარ შედეგზე არ შეიძლება საუბარი," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა და მივესალმები ევროკავშირის ელჩის პოზიციას. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ელჩი პრაქტიკულად ამბობს იგივეს, რასაც ვამბობთ ჩვენ. ნიკა მელიას დაკავებით ამ ქვეყანაში დაიწყება დესტაბილიზაციის, პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ახალი ტალღა და ქვეყანა დაშორდება სიმშვიდეს და იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელიც ყველას უნდა უნდოდეს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც არავინ არ ენდობა სასამართლოს და ყველამ იცის, რომ სასამართლო დღეს შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ტვირთი არის სწორედ "ქართულ ოცნებაზე", რომ პოლიტიკური დაკვეთა იყოს არა მელიას დაკავებაზე და ამით ქვეყანაში არეულობის შემოტანაზე, არამედ პოლიტიკური დაკვეთა იყოს მეტი სიმშვიდისკენ ნაბიჯების გადადგმაზე," - განაცხდა დავით ბაქრაძემ.

Aburjga Tasmanieli სანამ ამ ალქაჯის ნათქვამს დაწერთ ის მაინც დაწერეთ რა თქვა ჰერცელმა?!
4 წლის უკან