გაეროში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ ოპოზიცია გამოაცოცხლა.
„ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე კი აღშფოთდა. მისი თქმით, სააკაშვილმა მსოფლიო დააბოლა.
შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი სკამის დათმობას არ აპირებს.
ერთადერთი ვისაც სააკაშვილის გაშვება შეუძლია ხალხია. „ხალხის პარტიის“ ლიდერს სჯერა, რომ ხალხი დაირაზმება. და სააკაშვილიც წავა.
მისი თქმით, ამდენის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. რადგანაც მთელი მსოფლიო სააკაშვილს დასცინის.