„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკურ ვითარებაში კორექტივებს შეიტანს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაუმორჩილებლობის პოზიცია სწორია ნაბიჯია.
„ამ ვითარებაში თუ გაბედეს და ეს უტიფარი, უკანონო, კრიმინალური აქტი ჩაიდინეს, რომ მელია დააკავონ, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, ბუნებრივია ეს შეიტანს კორექტივებს. ეს არ იქნება ის შემთხვევა, მაგალითად, როგორც გიგი უგულავა მოიქცა თავის დროზე, რომ თავისი ფეხით ჩაბარდა პოლიციას. მაშინ ეს სწორი ნაბიჯი იყო, ხოლო ახლა სწორი ნაბიჯია, რომ ეს ასე არ მოხდეს“, - აცხადებს ბოკერია.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.