გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გრძელვადიან პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გრძელვადიან პროგნოზს აქვეყნებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17 თებერვალს საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C იქნება.

18 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.

19-20 თებერვალს იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C-ია მოსალოდნელი.

21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდევი. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C იქნება.

22-24 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

25-26 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C იქნება.