ზურაბ ქადაგიძე აბსურდულს უწოდებს საუბარას იმაზე, თითქოს სერგეი გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებას ნიკა მელიას დასჯას სთხოვს

ზურაბ ქადაგიძე აბსურდულს უწოდებს საუბარას იმაზე, თითქოს სერგეი გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებას ნიკა მელიას დასჯას სთხოვს

​ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადების შესახებ გაკეთებულ კომენტარებს აფასებს. ის აბსურდულს უწოდებს საუბარს იმაზე, რომ გავრილოვი ხელისუფლებას ნიკა მელიას დასჯას სთხოვს.

„ისევ და ისევ გავრილოვი აღმოჩნდა ე.წ. „პადაჩის“ მიმწოდებელი ნაც-ოპოზიციისთვის, რომელიც ახლა უაზროდ საუბრობს, რომ თურმე გავრილოვი ხელისუფლებას სთხოვს, რომ დასაჯოს მელია. ეს არის აბსურდი“, - აცხადებს ექსპერტი.

„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ.პირველის“ ეთერში გააკეთა.

სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავრილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.