ექსპერტი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსეთის დუმის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს შორის მტკიცე კავშირია, რომლის ნათელი გამოვლინება გავრილოვის მიერ 15 თებერვალს გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ თავის პარტნიორს, გავრილოვს დაუკავშირდა და ქართული ხელისუფლების შეფასება სთხოვეს. ამ შეფასებას კი, მეორე დღეა, აფრიალებენ. ალბათ, ამ მუხტით, კიდევ რამდენიმე დღე ისარგებლებენ, მაგრამ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. უბრალოდ, კითხვები ჩნდება იმის შესახებ, გავრილოვის დაწერილი სცენარით მოქმედებს ქართული ოპოზიცია თუ ქართული ოპოზიციის მიერ დაწერილ სცენარშია ჩასმული გავრილოვი“ - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „TV პირველის“ ეთერში გააკეთა.