სოზარ სუბარი: არავის აქვს უფლება, თავი კანონზე მაღლა დააყენოს და სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა სცადოს

სოზარ სუბარი: არავის აქვს უფლება, თავი კანონზე მაღლა დააყენოს და სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა სცადოს

არავის აქვს უფლება, თავი კანონზე მაღლა დააყენოს და სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების შერყევა სცადოს. ამის მკაფიო მცდელობა იყო ნიკა მელიას, მისი მომხრეებისა და მთავარი წამქეზებლის მხრიდან, რომელიც უცხოეთიდან აქეზებს ამ პროცესს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სააკაშვილს არაერთხელ უხსენებია სიტყვა დაუმორჩილებლობა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მსჯავრდებულია, ვერ ბედავს საქართველოში ჩამოსვლას და შორიდან ცდილობს, რომ სხვისი ხელით აამღვრიოს აქ წყალი. მიხეილ სააკაშვილმა არაერთი განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ მანამდეც ცდილობდნენ ბარიკადების მოწყობას და წინააღმდეგობის მოძრაობის ჩამოყალიბებაზე საუბრობდნენ, ასევე გვახსოვს უკრაინულ მედიაში გავრცელებული ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ადამიანები უნდა დახოცილიყვნენ. ეს არის სააკაშვილის მორიგი მცდელობა, რომ რაღაცნაირად სიტუაცია დაიძაბოს. ჩვენ გვქონდა „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან ინფორმაცია, რომ პარტიის შტაბი ერთგვარ ციხესიმაგრედ უნდა გადაექციათ და კენჭისყრის შემდეგ ეს ინფორმაცია დადადასტურდა“, - განაცხადა სუბარმა.

amo არც თქვენებია მამა აბრამის ბატკნები
4 წლის უკან