მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ერთადერთი არგუმენტია, რატომ მაშინვე არ მოითხოვა პროკურატურამ მელიას დაპატიმრება

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ერთადერთი არგუმენტია, რატომ მაშინვე არ მოითხოვა პროკურატურამ მელიას დაპატიმრება

ოპოზიციის ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტია ის, რატომ მაშინვე არ მოითხოვეს მელიას დაპატიმრება. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ეს არ გამოდგება იმის არგუმენტად, დღეს რომ არ უნდა დაუმძიმდეს მელიას აღკვეთის ღონისძიება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტია, რატომ დაამძიმა პროკურატურამ გირაოთი გირაო. ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამას არ გამორიცხავს. ეს მისაღები პრეტენზიაა - რატომ მაშინვე არ მოითხოვა პროკურატურამ პატიმრობა და რატომ მოექცა ჰუმანურად და ლმობიერად. წარმოიდგინეთ, ოპოზიციის ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტია ის, რატომ მაშინვე არ მოითხოვეს მელიას დაპატიმრება. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ ეს არ გამოდგება იმის არგუმენტად, დღეს რომ არ უნდა დაუმძიმდეს მელიას აღკვეთის ღონისძიება“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

12 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოში წარსადგენად პარლამენტს მიმართა.