პროკურორი: ის, რომ ნიკა მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, მისი დამოკიდებულებაა კანონისა და სასამართლოს ვალდებულებების წინაშე 

პროკურორი: ის, რომ ნიკა მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, მისი დამოკიდებულებაა კანონისა და სასამართლოს ვალდებულებების წინაშე 

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ნიკა მელიას სახელით სხვა პირს, შეუძლია შეიტანოს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

"დღეს, ნიკა მელიამ, მაშინ როდესაც კომიტეტი იხილავდა საკითხს, დემონსტრაციულად და საჯაროდ განაცხადა, რომ სასამართლოში არ გამოცხადდება. ეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ნიკა მელიას არ უნდა გირაოს გადახდა და არც სასამართლოში არ გამოცხადდება - ეს მისი დამოკიდებულებაა კანონისა და სასამართლოს ვალდებულებების წინაშე.

მიუხედავად ამისა, მანამ სანამ, სასამართლო არ შეცვლის მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, ის ისევ რჩება გირაოს რეჟიმში. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მისი სახელით, სხვა პირს შეუძლია შეიტანოს თანხა, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე,"- განაცხდა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.