კორტნი კარდაშიანმა ვალენტინობის დღესასწაული ახალ მეგობარ მამაკაცთან, ტრევის ბარკერთან ერთად გაატარა

კორტნი კარდაშიანმა ვალენტინობის დღესასწაული ახალ მეგობარ მამაკაცთან, ტრევის ბარკერთან ერთად გაატარა

რეალითი შოუს ვარსკვლავი, 41 წლის კორნტი კარდაშიანი რამდენიმე წლის მანძილზე მეგობარ მამაკაცს და მისი სამი შვილის მამას, სკოტ დისიკს ხვდებოდა, თუმცა მათი დაშორების შემდეგ ვარსკვლავი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებდა და წყაროს ცნობით რომანტიკული ურთირთობებისგან თავსაც იკავებდა. ახლა კი როგორც ჩანს კორტნის ახალი მეგობარი მამაკაცი ჰყავს, რომელთან ერთადაც მან ვალენტინობის დღესასწაული პირველად გაატარა.

კორტნის მეგობარი მამაკაცი 45 წლის მუსიკოსი ტრევის ბარკერია. მათი ურთიერთობა გასულ თვეს გამოაშკარავდა, თუმცა ვალენტინობის დღესასწაულამდე სოციალურ ქსელში ისინი ფოტოებს არ ანთავსებდნებ და გამონაკლისი ამჯერად კორტნიმ დაუშვა, როდესაც ბუხართან გადაღებული ფოტო გაგვიზიარა, მოგვიანებით კი ტრევისმა გაგვიმხილა, რომ კორტნის ვალენტინობის აღსანიშნავად ბრილიანტის სამაჯური აჩუქა.