„საეჭვოდ ტანდემში მოქმედებენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ტალიაშვილმა, რითაც სერგეი გავრილოვის განცხადებას გამოეხმაურა.
„საეჭვოდ ტანდემში მოქმედებენ - ქვეყნის არევისთვის, საზოგადოების დასაძაბად, დესტაბილიზაციისთვის არგუმენტი შემოაკლდებათ?! იქვე ჰყოლიათ ხსნად გავრილოვი, დისტანციურად ინტერვიუსთვისაც მზად ყოფილა 24/7“, - წერს თამარ ტალიაშვილი Facebook-ზე.
„სიცრუე რომელიც იღვრება 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება ნიკა მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზეც ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, - ეს განცხადება დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
სერგეი გავრილოვის განცხადებას ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ესაა მკაფიო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც გავილოვია, მეორე მხარეს კი ქართველი ხალხი.