ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ცოტა ხნის წინ ვწერდი ან-ან-ისტებზე, ( ისევ გავიმეორებ, რომ ასოციაციები ბიბლიური ონანის ცოდვის აღმნიშვნელ ტერმინთან შემთხვევითია), ანუ აზროვნების ისეთ დეფექტურ მდგომარეობაზე, როცა ადამიანი სამყაროს შავ-თეთრ ფერებში აღიქვამს, აზრი, რომელსაც რომელიმე საკითხზე იცავს, ერთადერთ ჭეშმარიტებად მიაჩნია და სხვების აზრი-დანაშაულებრივად.
ეს ავადმყოფობა მარტო ჩვენი არ არის, ზოგადსაკაცობრიოა, მაგრამ ჩვენ, როგორც ნათქვამია, ჩვენი ქეთო ვიტიროთ.
ან -ან-ისტები ამჟამად ვაქცინაციის საკითხის გამო აღეგზნენ და არის ატეხილი ერთი ლანძღვა-გინება და ვაი უშველებელი.
საინტერესო ისაა, რომ აქ არგუმენტების ენა არ მუშაობს.
შთააგონეს აზრი მედიებმა, დაედო განწყობას და მებრძოლი ან-ან -ისტიც მზადაა ლანძღოს და თათხოს "მოწინააღმდეგე".
არადა, სიტუაციაში გასარკვევად დიდი გონება და დრო არაა საჭირო-ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
"პფაიზერიც" და "მოდერნაც" ყველაფერს ღიად წერენ.
კერძოდ, ამ პროცედურას, გარდა გარეგნული მსგავსებისა, ტრადიციულ ვაქცინაციასთან არავითარი კავშირი არა აქვს და არის გენური ინჟინერია, რომლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როცა ის. მაგალითად, ონკოლოგიაში გამოიყენება, მაგრამ აქ ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია.
თვითონ სახელწოდება "ვაქცინა" , პრეპარატებს არ შეესაბამება, ვინაიდან ვაქცინაციის დროს ორგანიზმში შეჰყავთ დასუსტებული ან მკვდარი დაავადების აგენტი, რათა ორგანიზმმა გაშიფროს მისი სტრუქტურა და გამოიმუშაოს ანტისხეულები, ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. (დეტალებს არ ჩავუღრმავდები, არის ღია წყაროებში დაინტერესებულთათვის).
ამიტომ თვითონ კამათი ამ თემაზე-გავიკეთოთ თუ არა ვაქცინა -უაზრო და უსაგნოა, რადგან ეს არ არის ვაქცინა.
პრეპარატებს არ გაუვლიათ შესაბამისი პროცედურები, რომელსაც ნებისმიერი მედიკამენტი გადის, პასუხისმგებელი მათი გამოყენების შედეგებზე არავინაა, არც მწარმოებელი კომპანიები, არც FDI , არც ჯანმო და არც სახელმწიფოები.
საინტერესოა, რომ დადებითი პასუხი არც იმ კითხვაზეა, აზღვევს თუ არა პრეპარატი ინფიცირებისაგან.
არც ვირუსის მუტაციის სისწრაფეზე არსებობს კვლევა.
ანუ, თუ ვირუსი მუტაციას განიცდის, მაგალითად, წელიწადში ორჯერ როგორ უნდა შეიმუშაონ ახალი პრეპერატი ასეთ მოკლე პერიოდში? ან რა შედეგები დადგება , თუ ვაქცინირებული ახალი შტამით დაინფიცირდა?
პასუხები არ ჩანს.
მეტიც .
ჩანს გაღიზიანება, როცა ადამიანები სვამენ კითხვებს, რომლებიც თითოელ ჩვენგანს, ჩვენს მშობლებს და შვილებს ეხება.
ის გამალებული პროპაგანდა, რომლის მეშვეობითაც ხდება მოქალაქეებისათვის "ვაქცინის" გაკეთების აუცილებლობის შთაგონება პანდემიის შიშით დიდ ეჭვებს და მეტიც-აგრესიას აღძრავს.
"კოვიდ 19" რომ პრობლემაა გასაგებია, მაგრამ პრობლემა რომ გაცილებით უარესი პრობლემის შექმნით არ წყდება, ესეც არ უნდა იყოს ძნელი გასაგები.
და ბოლოს, დღეს საზოგადოებები იმართება დისკურსებით, რომლებიც ქმნიან ერთგვარ მენტალურ ოქტაგონს, სადაც ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან ნებადართული წესებით. ვაქსერებისა და ანტივაქსერების დისკურსი და ტელეოქტაგონები ამის ნათელი მაგალითია.
წინასწარ აირჩევენ გარკვეული იმიჯის მქონე პერსონაჟს "ანტივაქსერის'' როლის სათამაშოდ, დაუგეგმავენ სასაცილო არგუმენტებს და შემდეგ გააშარჟებენ. "ამარცხებენ" და ასე აღწევენ სასურველ მიზანს.
მთავარია "ან-ან-ისტური" ჩარჩოდან არ გავიდეს არცერთი მონაწილე.
ბევრი ექვემდებარება ასეთ მართვას, სამწუხაროდ“.