ოთხშაბათიდან -13 გრადუსი ყინვა, თოვლი და ქარბუქი - ეს ყველაფერი ბარში, მთაში უარესი იქნებ

ოთხშაბათიდან -13 გრადუსი ყინვა, თოვლი და ქარბუქი - ეს ყველაფერი ბარში, მთაში უარესი იქნებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძალიან ძლიერი. 17-18 თებერვალიდან კი ჰაერი ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. ნალექი, უმეტესად თოვლის სახით მოვა, მაღალმთიან რაიონებში კი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, ქვემო ქართლის ბარში -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. მთაში მოსალოდნელია უხვი ნალექი და ძლიერი ყინვა.

amo ესღა გვაკლდა
4 წლის უკან