რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობების კარკასი შეგნებულად დაანგრია.
„ჩვენ მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობებში არსებული პრობლემები განვიხილოთ. როდესაც ეს რუსეთის ინტერესებსაც პასუხობს, ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა. თუმცა, ამ ურთიერთობების კარკასი ბრიუსელის ინიციატივით შეგნებულად განადგურდა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იქნება, ევროკავშირთან ურთიერთობები აღადგინოს, თუ ბრიუსელი ურთიერთობების გაწყვეტას შეწყვეტს.
„არჩევანი ევროკავშირმა უნდა გააკეთოს. თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ ურთიერთობების აღდგენა საჭიროა, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.