„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე, „გირჩის“ წევრების მისვლა არასერიოზულად მიიჩნიეს.
„ეს ბატონები როცა შემოვიდნენ, ბევრი გავიღიმეთ, ბევრი ვიცინეთ. ვიდრე შეხვედრიდან არ გავიდნენ, მსჯელობა არ დავიწყეთ. მოვუსმინეთ, პატივი ვეცით, მაგრამ საქმეზე საუბარი არ დავიწყეთ, ვიდრე იქ იყვნენ“, - აცხადებს ნიკა მელია.
იქამდე, „გირჩმა“ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ნაადრევად დატოვა, რის შემდეგაც, პარტიის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა: „შეხვედრა ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე არათუ პასუხი ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ“.
დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში მოქმედების გეგმაზე მსჯელობდნენ.