ზურაბ ჯაფარიძე: შეუძლებელია, რომ ნულოვან ბარიარზე შეთანხმდნენ, მე მეათე მოწვევის პარლამენტში არ ვიქნები

ზურაბ ჯაფარიძე: შეუძლებელია, რომ ნულოვან ბარიარზე შეთანხმდნენ, მე მეათე მოწვევის პარლამენტში არ ვიქნები

რაც არ უნდა განიხილონ, რა შეთანხმებაც არ უნდა მიიღონ - თუმცა ზღაპარია, შეუძლებელია, რომ ნულოვან ბარიარზე შეთანხმდნენ, მე მეათე მოწვევის პარლამენტში არ ვიქნები, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ ნიკა მელიას საკითხს. ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მელიას საქმეთან დაკავშირებით პროტესტი იქნება საჭირო.

„დღევადნელ შეხვედრაზე ნიკა მელიას საქმეც იქნება. მელიას საქმე მგონია პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩემთვის კი არა, ამ ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე შეიძლება დააკავონ სრულიად მავნებლულ ამბავზე. 20 ივნისის თემაა, როდესაც ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და შემდეგ ეს დანაშაული რომ გადაეფარა, სასწორის მეორე პინაზე დადო საკითხი, რომ ვითომ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, ამიტომ მოუწია ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრა, ამის გამო უპირებენ დაჭერას.

მგონია, პროტესტი იქნება საჭირო, თუმცა რა ფორმით, ეს უნდა გავარკვიო შეხვედრაზე. ვფიქრობ, საერთოდ უნდა შეეწყვითათ საქმე იმიტომ, რომ პოლიტიზირებული საქმეა. მელიას საერთოდ უნდა გაუუქმონ მანდატი იმიტომ, რომ დაწერილი აქვს განცხადება, როგორც მე, დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ ეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.