თუ შეეხებიან და დაიჭერენ ნიკას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, ის სამართალდამცავებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას აპირებს. ამასთანავე, დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრაზე საპროტესტო აქციების თარიღზეც შეთანხმდნენ, რომელიც მისი თქმით, თებერვლის ბოლოდან დაიწყება.
„დღევანდელი განხილვის მთავარი თემა იყო ჩვენი, ოპოზიციის, გეგმები, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაგეგმვა და ა.შ.
რაც შეეხება ნიკასთან დაკავშირებით, მე ნამდვილად ვარ სუბიექტური, მაგრამ გეტყვით, რომ მე, მაგალითად, პირადად, ხატია დეკანოიძე და დარწმუნებული ვარ ასეა ბევრი ადამიანი, თუ შეეხებიან და დაიჭერენ ნიკას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრება და ჩემი დაჭერაც. არ გავატანთ! მე მაგალითად, პირადად ერთი ადამიანი, ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია. ნიკას დაპატიმრებას თუ გადაწყვეტენ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ვერ დააპატიმრებენ, გავუწევ წინააღმდეგობას ფიზიკურად და მოუწევთ ჩემი დაპატიმრება", - განაცხადა ხატიამ დეკანოიძემ.
ხომ ვიცით, თქვენი ხელისუფლება როგორ მოიქცეოდა ანალოგიურ შემთხვევაში: - მელიას დაიჭერდნენ ულაპარაკოდ! ჯერ ცემით გაუერთიანებდნენ ძვალ-რბილს, მერე რასაც გაუკეთებდნენ, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და თან ვიდეოსაც გადაუღებდნენ: თუ არ გაჩერდები, ეს ვიდეო "გაჟონავს" სადღაც, "იუთუბზე" ატვირთავს ვიღაცა და, პოლიტიკა კი არა, ყველაფერი უკან დაგრჩება, რაც და ვინც გიყვარსო!..
ხოლო თქვენ... "დათა თუთაშხია" ხომ გახსოვთ, - ნამეტანი კარგი ჭიდაობა გცოდნიათ, ქალბატონო და ვიჭიდაოთ ხანდახან... ვიჭიდაოთ და ვიჭიდაოთო!..- ჰოდა, თქვენც გადაგიღებდნენ ამ ჭიდაობის სცენებში და არ ისურვებდით იმ სცენების ატვირთვას იმტერნეტში, ასე მგონია მე...
ჰოდა, გამოხვიდოდით იქიდან თავდახრილი, ხმაჩაგდებული და მოძებნიდით რამე უფრო შესაფერ როლს თქვენთვის, ვიდრე ეჟენ დელაკრუას მედროშე ქალია, ბარიკადებზე მდგარი!