ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიაზე: ეს შანტაჟი მას არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს

ნიკოლოზ სამხარაძე ნიკა მელიაზე: ეს შანტაჟი მას არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს

საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი ღონისძიებები იქნება გამოყენებული.

„საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, კანონს დაემორჩილოს. იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს არ დაემორჩილებიან, შესაბამისი ღონისძიებები იქნება გამოყენებული. ამ სულისკვეთებით არის განპირობებული უმრავლესობის გადაწყვეტილება. ამ ადამიანმა თვითონ დააყენა ასეთი ვითარება. პირდაპირ რომ ვთქვა, გვაშანტაჟებს. შესაბამისად, ეს შანტაჟი მას არ გაუვა და სამართლებრივ პასუხს მიიღებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.