პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ Harper's Bazaar-ი წყვილის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არჩი უფროსი ძმა გახდება. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბედნიერები არიან, რომ მეორე შვილს ელოდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ახალი ფოტოც გააზიარეს, რომელიც მათმა მეგობარმა ფოტოგრაფმა მისან ჰარიმანმა დისტანციურად გადაიღო.

წყვილის უფროსი შვილი, არჩი წყვილს ვაჟი 2019 წლის 6 მაისს დაიბადა. გასული წლის ნოემბერში კი მარკლმა გაამხილა, რომ მუცელი მოეშალა.