რომ გავალებენ მასეთ კითხვებს, რუსულ საქმეს ემსახურებით, აბსოლუტურად ემსახურებით, შეიძლება ფულსაც გიხდიან რუსები, - ასე მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, როცა კორესპონდენტი საპატრიარქოში რუსული ჩარევების შესახებ დაინტერესდა.
მეუფე იაკობი „ტვ პირველს“ და „მთავარ არხს“ საინფორმაციო პოლიტიკას უწუნებს და ამბობს, რომ ორივე მაუწყებელი ეკლესიის წინააღმდეგ რუსების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, როცა პატრიარქის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მუდმივად რუსულ ფაქტორს უკავშირებს.
„ჩვენ ტელევიზიებს თუ ჩართავთ, მიხვდებით, რომ ტელევიზიები რუსების საქმეს აკეთებენ აბსოლუტურად ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ წირვებზე დავდიოდით, თქვენი ტელევიზიები, „ტვ პირველიც“ და „მთავარი არხიც“ აქებდნენ რუსეთის პატრიარქსაც და რუსეთის ეკლესიას, ისინი არ დადიან და აი, ხალხისთვის იღწვიანო. ჩვენ ვართ რუსები და თქვენ ქართველები, ვერ გავიგე?! რუსეთის ინტერესში შედის ეკლესიის გინება. პატრიარქები ღვთისგან მოევლინება ერს, იმის მიხედვით მოევლინა, როგორც ცხოვრობ. დღეს გვყავს პატრიარქი, რომელიც თავისი ცხოვრებით აჩვენებს, რომ ქართველია სულით ხორცამდე, ქრისტიანი და მის პერიოდში გაძლიერდა ეკლესია. ნებისმიერ ეკლესიაში რა ხდებოდა, კი იცოდით. მე ვარ ის ეპისკოპოსი საქართველოს ეკლესიაში, რომლის ეპარქიაშიც რუსები წირვას ვერ ატარებენ. სანამ ცოხალი ვარ, ვერ ჩაატარებენ, სანამ დაპყრობილი აქვთ ჩვენი ქვეყანა.
ზოგადად, ტელევიზიები რას ცდილობთ რა, თქვენ საქართველო გიყვართ, როდესაც საქართველოს ეკლესიაზე იძახით რუსული, რუსული?! უცხოეთში მე დავდივარ და მე მაქვს მოლაპარაკებები. რომ გავალებენ მასეთ კითხვებს, რუსულ საქმეს ემსახურებით, აბსოლუტურად ემსახურებით, შეიძლება ფულსაც გიხდიან რუსები“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.