ზურაბ ჯაფარიძის აქციები „ჰამასის“ აქციებს ჰგავს - ახალგაზრდების ცოცხალ ფარად გამოყენება, აპელირება პოლიციის მიერ ძალის გამოყენებაზე და საერთაშორისო ყურადღების მიქცევა. შთაგონების წყარო ეტყობა მისი 2011 წლის სტატიაში უნდა ვეძებოთ, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ გამორჩეული აპოლოგეტი, მაშინ ჯერ კიდევ უბრალოდ ზურაბ ჯაფარიძე, პარალელებს ავლებს დეტალურად აღწერს ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის „ჰამასის“ მოქმედების მეთოდებს”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დაუმორჩილებლობის აქციებში აქტიურად არიან ჩართული ის ახალგაზრდებიც, რომლებმაც „გირჩის“ დაარსებულ „ბიბლიური თავისუფლების“ ეკლესიაში გაწევრიანებით ჯარისგან დაიხსნეს თავი და ეტყობა რაღაც ვალდებულებების განცდა გააჩნიათ.
„ნაცებმა“ და მათმა დანაყოფებმა კიევიდან მათი ბელადის გზავნილი მიიღეს, რომ ამიერიდან ლიდერები იქნებიან მხოლოდ ისინი, ვინ ყველაზე თავზეხელაღებული, აგრესიული და მიმწოლი იქნება. დატრიალდნენ ბიჭები, ყველა თავისებურად ცდილობს მოაწონოს თავი „ფიურერს.“ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე თავზეხელაღებულობაშიც ცდილობს „ორიგინალური“ იყოს. თუმცა მისი“ორიგინალურობა-კრეატიულობის“ შთაგონების წყარო ეტყობა მისი 2011 წლის სტატიაში უნდა ვეძებოთ, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ გამორჩეული აპოლოგეტი, მაშინ ჯერ კიდევ უბრალოდ ზურაბ ჯაფარიძე, პარალელებს ავლებს დეტალურად აღწერს ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის „ჰამასის“ მოქმედების მეთოდებს და პარალელებს ავლებს მათსა და ნინო ბურჯანაძის ე.წ. „სახალხო კრებას“ შორის და ერთ დაფაზე აყენებს. დღეს „გირჩი“ ჯაფარიძეც მშვიდად ზის „ტერორისტ“ ბურჯანაძის გვერდით „ფანჩატურში“ და ხელისუფლების დამხობის გეგმებს აწყობს.
არადა, დაუმორჩილებლობის აქციები, რომელსაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე წინამძღოლობს, ორი წვეთი წყალივით ჰგავს „ჰამასის“ იმ აქციებს, იმ განსხვავებით, რომ ჯერ რაკეტებს არ ისვრიან, რომლებიც დაწვრილებით აქვს განხილული სტატიაში. ეტყობა, სწორედ „ჰამასის“ ტაქტიკა - ახალგაზრდების ცოცხალ ფარად გამოყენება, უფლებადამცველებთან წუწუნი აპელირება პოლიციის მიერ ძალის გამოყენებაზე და საერთაშორისო ყურადღების მიქცევა.
ამ დაუმორჩილებლობის აქციებში აქტიურად არიან ჩართული ის ახალგაზრდებიც, რომლებმაც „გირჩის“ დაარსებულ „ბიბლიური თავისუფლების“ ეკლესიაში გაწევრიანებით ჯარისგან დაიხსნეს თავი და ეტყობა რაღაც ვალდებულებების განცდა გააჩნიათ. რაც მთავარია, გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები მხოლოდ და მხოლოდ ხმაურის ატეხვას და სამართალდამცავების გამოწვევას ემსახურებოდა, რადგანაც დღეიდან კაფე-ბარ-რესტორნებზე შეზღუდვები ისედაც მოიხსნა“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.