მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი საქართველოში დაგეგმილ ჯანდაცვის სფეროს რეფორმას მხარს უჭერს. ამის შესახებ სებასტიან მოლინეუსმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„პანდემიამ ნათლად აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების ჩადება. ჩვენ ვნახეთ როგორ გააქტიურდა კერძო სექტორი. მაგრამ უნდა ვნახოთ ისიც, თუ როგორ გაძლიერდება ჯანდაცვის სახელმწიფო დაწესებულებები, რათა უკეთესი სერვისი შესთავაზონ მოსახლეობას. მივესალმებით სახელმწიფოს ძალისხმევას, რომელიც ყველანაირად ცდილობს ამ კუთხით განვითარებას. საქართველოს აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ტრადიცია. მათ შორის კონკურენცია ფუნდამენტური საკითხია, სწორედ ეს უბიძგებს სისტემაში ხარისხის ზრდას და ფასების დაწევას. მსოფლიო ბანკი საქართველოს მყარი მხარდამჭერია, ინვესტიციების მხრივ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა მოლინეუსმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტური რეფორმა დააანონსა.