მიხეილ სააკაშვილი: გიგი უგულავა იყო ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე

მიხეილ სააკაშვილი: გიგი უგულავა იყო ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ გიგი უგულავას შეხვდა. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას ყოფილ თანაგუნდელთან პოლიტიკურ საკითხებზე თითქმის არ უსაუბრია.

„გიგი იყო მართლა აქ, ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, რადგან არ მინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე, რა თქმა უნდა, მათი კამპანია არ მომეწონა, მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება, მით უმეტეს, მათი რაღაც პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

amo გიგიმ არ შევხვედრივართ ერთმანეთს, უბრალოდ ჩვენი გზები გადაიკვეთაო. ეს ამბობს სუფრა გავუშალეო. ორივე ამტკიცებს პოლიტიკაზე არ გვისაუბრიაო ?. ვის რაში აინტერესებს შეხვდით, არ შეხვდით. ჩაიარა, ჩაიარა თქვენმა მატარებელმა. ეს 25%-იც ბოლო ბოლო მიხვდება, რომ სხვა ახალი ახალგაზრდული ძალაა საჭირო.
4 წლის უკან