„ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობა" ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს - სანდრო რაქვიაშვილი ნიკა მელიაზე

თუ „ქართული ოცნება" ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის და მას დაიჭერენ, ვფიქრობ, ეს რთულ გარემოს შექმნის, - ამის შესახებ გირჩის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკვშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმუნიტეტი გარანტიაა, რომ პოლიტიკოსმა ზოგიერთ სიტუაციაში მეტი პოლიტიკური რისკის აიღება შეძლოს.

„ნაციონალური მოძრაობა" ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. მივიჩნევ, რომ თუ 30-ათასიანი გირაოს გადახდა მისაღები იყო, ალბათ, 70-ათასიანიც მისაღები უნდა იყოს.

მიმაჩნია, რომ არც „ქართულმა ოცნებამ" უნდა მოუხნას სადეპუტატო იმუნიტეტი, რადგან საბოლოო ჯამში, იმუნიტეტი გარანტიაა, რომ პოლიტიკოსმა მეტი პოლიტიკური რისკის აიღება შეძლოს, რაც ზოგიერთ სიტუაციაში საჭიროც კი არის.

თუ „ქართული ოცნება" ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის და მას დაიჭერენ, ვფიქრობ, ეს რთულ გარემოს შექმნის. არათუ მოლაპარაკება, რთული იქნება იმის თქმა, რით შეიძლება, ეს დამთავრდეს. სამართლებრივ ნაწილზე ყურდღებას ნაკლებად გავამახვილებდი. ეს ყველაფერი სუფთად პოლიტიკური საკითხია", - განაცხადა რაქვიაშვილმა.