პეტრე ცაავა: ეპისკოპოსების განახლებით ჭყონდიდში არაფერი შეიცვლება

 პეტრე ცაავა: ეპისკოპოსების განახლებით ჭყონდიდში არაფერი შეიცვლება

სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში საეპისკოპოსო ცვლილებებს შეეხება, ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, ეპისკოპოსების განახლებით ჭყონდიდში არაფერი შეიცვლება.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ სანამ საქართველოს ეკლესიიდან უწმინდურება და უსამართლობა არ აღმოიფხვრება, არსებული პრობლემები არ მოგვარდება.

"მეუფე სტეფანე კი არა, მთელი წმინდა სინოდი რომ ერთად ჩავიდეს და დაიწყოს ეპარქიის მმართველობა, სანამ უწმინდურება და უსამართლობა არ აღმოიფხვრება საქართველოს ეკლესიიდან, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ჭყონდიდის ეპარქია, რომელიც მიეჩვია სამართლიანობას და კანონიერებით მართვას ეპარქიისას, ეს პრობლემა არ მოგვარდება და თავს მოიტყუებს ნებისმიერი.

გიორგი ჭყონდიდელი და მარტვილის ღვთისმშობელი არავის არ მიიღებს იქ, სანამ საქართველოს ეკლესიაში ახალი რუის-ურბნისი არ ჩატარდება," - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მამა პეტრე (ცაავამ).

ზურაბი რა გახდა ეს პეტრუხა რომ გასვარა მთელი ეკლესია, გაიგეთ ვინ აფინანსებს ეს კაცი სახელმწიფოს მდგრადობას უქმნის საფრთხეს. გამოდის რომ მთელი ერი უდიდეს ცოდვაში ვართ ჩავარდნილები, ან დაამტკიცოს რასაც ამბობს ან გააჩუმეთ.
4 წლის უკან
amo დააჯდა რუსულ ჰაბიტუსზე სიკვდილის ბუზი
4 წლის უკან