ზურა ჯაფარიძე დაუმორჩილებლობისთვის გახსნილი ბარისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს

ზურა ჯაფარიძე დაუმორჩილებლობისთვის გახსნილი ბარისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის შრომის ინსპექციამ 2000 ლარით დააჯარიმა, თანაც გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის. მისივე თქმით, ჯარიმის მიუხედავად, ბარი არ დაიხურება.

"ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე , ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2000 ლარით", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ის ასევე დასძენს, რომ გამოწერილ ოქმს გაასაჩივრებს.

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შრომის ინსპექცია გვიან ღამით დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა.