„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ უმრავლესობის სხდომა დასრულდა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა.
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას „ქართული ოცნების“ ოფისთან მართავენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ერთ პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე, მეორე კი 173-ე მუხლით.