შალვა პაპუაშვილი: თუ ჩვენს ოპონენტებს დარჩენილი აქვთ ცოტაოდენი სიყვარული სამშობლოს მიმართ, მათ შანსი უნდა გამოიყენონ

შალვა პაპუაშვილი: თუ ჩვენს ოპონენტებს დარჩენილი აქვთ ცოტაოდენი სიყვარული სამშობლოს მიმართ, მათ შანსი უნდა გამოიყენონ

„თუ ჩვენს ოპონენტებს დარჩენილი აქვთ ცოტაოდენი სიყვარული სამშობლოს მიმართ, მათ შანსი უნდა გამოიყენონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდის თემას შეეხო.

„მას შეუძლია, დღესაც გადაიხადოს გირაო, ოთხშაბათამდე ვადა აქვს, თუმცა ჩვენი ოპონენტების ნაბიჯების შეფასება რთულია. მე ერთი რამ ვიცი - ეს ნაბიჯი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფოს გამოწვევა. თუ ჩვენს ოპონენტებს დარჩენილი აქვთ ცოტაოდენი სიყვარული საკუთარი ქვეყნის და სამშობლოს მიმართ, მათ ეს შანსი უნდა გამოიყენონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.