ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სა­სა­ცი­ლო - ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს?

ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სა­სა­ცი­ლო - ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს?

ტე­ლელ­კომ­პა­ნია "ტვ პირ­ველ­მა" სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის სოსო გო­გაშ­ვი­ლის "სკან­და­ლუ­რი და სენ­სა­ცი­უ­რი აღი­ა­რე­ბი­თი" ინ­ტერ­ვიუ და­ა­ნონ­სა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "ოც­ნე­ბი­დან" წა­სუ­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დუ­მილს არ­ღვევს. რა­ტომ წა­ვი­და გუნ­დი­დან და რა­ტომ მო­ი­წა­დი­ნა სა­ჯა­რო "აღი­ა­რე­ბა", ამას თა­ვად სოსო გო­გაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ვი­ტყობთ, მა­ნამ­დე კი Ambebi.ge-თვის კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, მათ შო­რის ზუ­რაბ ალა­ვი­ძის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და სოსო გო­გაშ­ვი­ლის მი­მართ, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და კო­რუფ­ცი­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ იმა­საც, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი სამ­ხი­ლე­ბის და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­ა­კა­ვონ.

სან­დო წყა­რო ამ­ბობს, რომ: "გა­მო­ძი­ე­ბა მი­დის კო­რუფ­ცი­ის კუ­თხით და კონ­კრე­ტუ­ლად გა­ხა­რი­ას ვი­ზი­რე­ბით".

"მე არ ვარ ბრალ­მდე­ბე­ლი ორ­გა­ნო და თუ დევ­ნის ობი­ექ­ტი ვარ, მა­შინ უნდა იკი­თხოთ მათ­თან, ვინც ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს. ამა­ზე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია. ალ­ბათ ეს უფრო პარ­ტი­უ­ლი "მე­სი­ჯ­ბოქ­სია". ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს მუხ­ლი და სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ჩემს მიერ შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­დე­ნი­ლი, ამას გა­მოვ­რი­ცხავ. და­ნარ­ჩე­ნი, პრო­კუ­რა­ტუ­რას უნდა ჰკი­თხოთ. რაც მთა­ვა­რია, მუ­შა­ო­ბენ, ესაა მთა­ვა­რი და ეს კარ­გია.

ჩემი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სს სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­დაც­დო­მა და დარ­ღვე­ვა, არც იქ­ამადე და არც - მას მერე. ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სა­სა­ცი­ლო. საქ­მის აღ­ძვრას რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მეა რე­ა­ლუ­რად აღ­საძ­ვრე­ლი და ჩემს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, მე ვიზ­რუ­ნებ იმა­ზე, რომ რომ ეს საქ­მე­ე­ბი აღიძ­რას და სს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მარ­თლა მი­ეც­ნენ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი, მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რე­ბი, მი­ლი­ო­ნე­რე­ბი და ა.შ. ასე რომ, პრობ­ლე­მა არ არის", - აცხადებს სოსო გოგაშვილი.