ლაშა ნაცვლიშვილი: ნიკა მელიას საკითზე იგივე პოზიცია მაქვს, რაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ მაქვს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია

ლაშა ნაცვლიშვილი: ნიკა მელიას საკითზე იგივე პოზიცია მაქვს, რაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ მაქვს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ ყველა საკითხზე იმსჯელებენ. მისივე ცნობით, უმრავლესობის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება.

„მმართველი პარტია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება და იმსჯელეს ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ა.შ.“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე რა პოზიცია აქვს მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ნაცვლიშვილმა განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია, რაც მაქვს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.