აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პირველი ლედის ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა. ამის შესახებ გამოცემა The Mirror-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მელანია ტრამპი ფლორიდაში ძირითად დროს სპა-პროცედურებს უთმობს, დიდ დროს ატარებს მშობლებთან, რომლებიც ქალაქგარე კლუბის ნომერში ცხოვრობენ და ქმარს მხოლოდ ვახშამზე ხვდება.
ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დაიძაბა. The Mirror-ის ცნობით, კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის გამო პირველი ლედი შოკირებული იყო.