„მიწით ვაჭრობის“ თაობაზე ოპონენტების განცხადებით გაბრაზებულმა ლევან მამალაძემ, ისინი მხარეში მიწის მართვის სამსახურების მუშაობის შესასწავლად მიიწვია.
ავთანდილ მარგიანის ანალოგიურ განცხადებებს კი, პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდა.
„მარგიანი, რომელსაც გარდაბანში აღარ ჩაესვლება, ჟვანიებისა და სხვების შეკვეთებს ასრულებს.
ისინი ჩვენ პირადად ვერაფერს გვეუბნებიან და ჩვენ წინააღმდეგ საეჭვო გონებრივი შესაძლებლობის ხალხს იყენებენ.
ქვემო ქართლის მრავალეროვან რეგიონში, დაკვეთილი ღონისძიების განხორციელების უფლებას ვერავის მივცემთ.
ისინი პრესაში, ჯერ ერთმანეთს აგინებენ, შემდეგ კი ჩვენ საწინააღმდეგო განცხადებებს ერთად აკეთებენ,“ - აცხადებს მამალაძე და არ გამორიცხავს, რომ ამ პროვოკაციულ საქმიანობაში ქვემო ქართლის მხარის სტრუქტურების წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.