მოსალოდნელია თუ არა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა - რას ამბობს თამარ გაბუნია

მოსალოდნელია თუ არა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა - რას ამბობს თამარ გაბუნია

ეპიდემიის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ ტენდეციებს და არ გამოგვეპაროს ის მომენტი, როდესაც შემთხვევების მატება გამოვლინდება. გარკვეული მატება მოსალოდნელია, თუმცა თუ ეს მატება იქნება გარკვეულ გონივრულ საზღვრებში, ეს, რა თქმა უნდა, მართვადია და ამას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, - ამის შესახებ არსებული ეპიდვითარების შეფასებისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„მთავარი წესი არის მაინც პირბადის გამოყენება ყველგან და ამას შემდეგ მოყვება დისტანცია და ხელების ჰიგიენა. ეს არის სამი ოქროს წესი, რაც დღეს არის ყველაზე Მთავარი. ამდენად ბიზნესიც, რესტორანი, რომელიც ღია სივრცეში გაიხსნება, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ წესები იყოს დაცული. ეს ყველას ინტერესია - მათი ინტერესია, სახელმწიფოს ინტერესია, ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი იქნება ეს ყველაფერი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს. ეპიდემიის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ ტენდეციებს და არ გამოგვეპაროს ის მომენტი, როდესაც შემთხვევების მატება გამოვლინდება. გარკვეული მატება მოსალოდნელია, თუმცა თუ ეს მატება იქნება გარკვეულ გონივრულ საზღვრებში, ეს, რა თქმა უნდა, მართვადია და ამას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ძალიან სერიოზულ დატვირთვას გაუძლო გასულ თვეებში და საკმაოდ მაღალია მისი მომზადების ხარისხი ამ მომენტში", - განაცხადა გაბუნიამ.