სინოპტიკოსები 13 თებერვალს ქუთაისში ღრუბლიან ამინდსა და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში კი წვიმა ელჭექითაა ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +8 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +8 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. იწვიმებს სოხუმშის, სადაც ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება. ძლიერი ქარია მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +5 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში -3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა.
გორში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში ღრუბლიანობის მცირე მომატებაა შესაძლებელი. +0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით +12 გრადუსი და უმეტესად ქარიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება, შესაძლებელია ძლიერი ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.