ნიკა მელია:  მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია - იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ

ნიკა მელია:  მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია - იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ

არასდროს ვყოფილვარ ისეთი ამაყი, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას. მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია. იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ჩემს უკან არის მხოლოდ და მხოლოდ ზნეობა, მორალი, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, ის უსამართლობას არ დაემორჩილება.

„გადახდილი მაქვს ჩემო მეგობრებო, გირაო 30 ათასი ლარის ოდენობით, მეორეჯერ ახლა რომ მთხოვენ 40 ათასი გადაიხადეო, ხვალ 100-150-ს მეტყვიან. შემდეგ მეტყვიან სამაჯური ყელზე შეიბი და უნდა დავემორჩილო?! არ დავემორჩილები, ეს არის უსამართლობა. ვალდებული ვარ, მორალი არ მკარნახობს, რომ უსამართლობას დავემორჩილო“,-დასძენს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

შეგახსნებთ, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

amo გააჩერებ მა რა. გაგიჟდება კაცი.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ტყვია გააჩნია და რა მანძილიდან გესვრიან! ტყვია 10 ნომერი მწყერის საფანტი კი არ არის, ტყვია შეიძლება იყოს "დათვის ჟაკანი"! ჟახ და მორჩა წაიქცა დათვი! ასე რომ ძალიანაც ნუ გაიქაჩები! თანაც პარლამენტში შეჭრას როგორ ცდილობდი, ხალხს როგორ აქეზებდი სახელმწიფო გადატრიალებისაკენ ყველაფერი ჩაწერილია და ნებისმიერ დროს წინ დაგიდებენ!
4 წლის უკან
9gramm რა ვქნა,არ მჯერა.ნიკას მატროსოვობის არ მჯერა.ტყვიას კი არა,რაგატკა რომ დაინახოს ისე მოკურცხლავს-ბენ ჯონსონს შეშურდება. ერთი რაღაც მინდა ვიკითხო: ღამის 11 საათზე რა უნდოდათ პარლამენტში??? აიფონი დარჩა თუ რა?
4 წლის უკან