მე მგონი, დავით ბაქრაძემ თქვა, უპირობო ლიდერები არ არსებობენო. სრულად ვადასტურებ ამას. უპირობო ლიდერები ჩვენს პარტიაში არ არსებობენ. ჩვენთან ყოველთვის პარტია იღებს გადაწყვეტილებას იმ ხედვიდან გამომდინარე, რაც გააჩნია ამა თუ იმ ლიდერს ამა თუ იმ რთულ ვითარებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ის არ იზიარებს პარტიის ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას გადაწყვეტილებას, რომლებიც პარტიას ტოვებენ.
ბოკერიას განმარტებით, თანაპარტიელებისგან განსხვავებით, მას ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ რომელ თანამდებობას დაიკავეს პარტიაში, ან დაიკავებს, თუ არა, ეს კვლავ დისკუსიის საგანი იქნება პარტიაში.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას. მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით ჩვენს სტრატეგიაზე, მათ შორის განახლების საკითხზე, მათ შორის პერსონალურ საკითხებზე და უკვე შემდეგ ყრილობაზე აპრილში ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მე ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში. არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა მიღებული არ მაქვს, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს დაკავშირებულია პარტიის განახლების კონკრეტულ ფორმებთან, რა ფორმითაც იქნება საჭირო. აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ და გიგიმ თქვეს, როცა ასეთ რთულ ვითარებაშია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია და ჩვენ ძალიან ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მესამე ადგილზე გავედით ჩვენთვის, იმ რიცხვებით, რა რიცხვებითაც იყო, მანიპულაციის მიუხედავად, ეს არის სერიოზული განსჯის საგანი. მე არ ვიზიარებ მათ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს მაგალითები პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც ძალიან დიდი ხნით დარჩნენ და ამით დააზიანეს პარტია, მაგრამ გვაქვს მაგალითები ლიდერების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით შანსი აღარ დაუტოვეს პარტიას, მათ შორის განახლების. ეს არ ეხება არც დათო და არც გიგის, ვამბობ, რომ ორნაირი მაგალითი არსებობს. მე ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ძალაუფლებისთვის ბრძოლის საქმეში და ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში და მე ვთვლი, რომ ეს პარტია, პარტნიორებთან ერთად, ამ საქმეში შეუცვლელია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი პოზიცია, რომ მე არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან გაწევას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის პოსტზე კენჭს აღარ იყრის.
მანამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მომავალ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კენჭს აღარ იყრის.
უმაგათოდ აწი რაღა გვეშველება ... ნერვიულობისაგან აღარა ვარ კაცი
აფსუუუუსსსსს მიშას და კეზერას ფულები რა ტყუილად დაიხარჯააა .......
..........................................................
.........................................................
რაც მოგივა დავითაო