არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას უკეთესად გააკეთებდნენ, – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„მომავალ ყრილობაზე აღარ ვიქნები პარტიის გენერალური მდივანი. მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე, სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგულ ვრჩები. მიუხედავად დრამატული გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ცუდი. შესაბამისად, ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ და გზას ვუთმობ ადამიანებს, რომლებიც ამას გააკეთებდნენ უკეთესად. მე პოლიტიკაში დარჩენას აქტიურად ვაპირებ. მე ჩემს თავს ვხედავ საერთო ოპოზიციის პლატფორმის კოორდინაციის წვლილის შეტანაში, წყლის დასხმაში, საერთო ოპოზიციური გეგმის მუშაობაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის პოსტზე კენჭს აღარ იყრის.
მანამდე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მომავალ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კენჭს აღარ იყრის.
მაგას ფულები აქვს იმდენი, (ფულების თვლაში ვეხმარებოდი ხოლმე) სულ არ სჭირდება რამის კეთება