გივი მიქანაძემ განმარტა, როდის იმსჯელებს პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე

გივი მიქანაძემ განმარტა, როდის იმსჯელებს პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე

მომავალ კვირაში პროკურატურის მომართვა, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თანხმობაზე, ​ბიუროზე გავა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.

მან განმარტა, რა პროცედურებს გაივლის ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხი პარლამენტში.

„შემდგომ ეს პროცესი გადაინაცვლებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში და შემდგომში ეს საკითხი უკვე დადგება პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში იმისთვის, რომ კენჭი ეყაროს იმუნიტეტის მოხსნას. ეს პროკურატურას, იმუნიტეტის მოხსნის მხარდაჭერის შემთხვევაში, მისცემს შესაძლებლობას, რომ სასამართლოს უკვე მიმართოს აღკვეთის ღონისძიების დამძიმების თხოვნით, რაც ამ შემთხვევაშ მოიცავს წინასწარ პატიმრობაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.