დავით დარჩიაშვილი: უკმაყოფილო ვარ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგით, ამის მიზეზებზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ

დავით დარჩიაშვილი: უკმაყოფილო ვარ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგით, ამის მიზეზებზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ

უკმაყოფილო ვარ შედეგით, რომელიც პარტიამ აჩვენა, ამიტომ მიზეზებზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები იმაზე დაბალი იყო, ვიდრე პარტიას მოლოდინი ჰქონდა, შესაბამისად ამაზე მსჯელობა საჭიროა.

„ცვლილებები რომ აქტუალურია, გეთანხმებით, მაგრამ ეს ვის ეხება და რას ეხება, ეს არის მსჯელობის საგანი. მინდა, ყველას აზრი მოვისმინო და ჩემი აზრი ჩამომიყალიბდება. როდესაც გაყალბების მიუხედავად, არჩევნები პარტიის მოლოდინებზე დაბალი შედეგით დასრულდა, პარტიამ ამაზე უნდა იმსჯელოს. შედეგზე პასუხისმგებელია მთლიანად პარტია, მათ შორის მეც, როგორც წევრი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობდა ან როგორც დამკვირვებელი, ან როგორც აქტივისტი, ან როგორც კანდიდატი, გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ პარტია, ობიექტურად რომ გაყალბებულიყო არჩევნები, აიღებდა მეტ ხმას, მაგრამ ხუთი ან ექვსი პროცენტი, რაც შეიძლება პარტიას აეღო, მაინც იმაზე დაბალია, რა მოლოდინებიც ჰქონდა. კონკრეტულად უკმაყოფილო ვარ შედეგით, რომელიც აჩვენა პარტიამ, ანუ საკუთარი თავით. შესაბამისად, მიზეზებზე ერთად უნდა ვიმსჯელოთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.