არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი

არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი

„ბიძინა ივანიშვილი გახლდათ ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ისტორიულ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი და ჩაუდგა პროცესს სათავეში, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ გადავსულიყავით რეალური თავისუფლების და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც გვქონდა, ის იყო ფასადური დემოკრატია.

„მედია იყო ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ. საკუთრება ფეხქვეშ იყო გათელილი; ეხებოდნენ ადამიანის ღირებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. პოლიტიკაში იყვნენ მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მართული პოლიტიკური ძალები და კონსტიტუცია იყო მორგებული კონკრეტული ერთი ადამიანის საჭიროებებზე. ამის შეცვლას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში. მან შეძლო ხელშესახები წარმატების უზრუნველყოფა თავის გუნდთან ერთად; შეძლო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის რამდენიმე კონკურენტული არჩენები ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს. შესაბამისად, მისი ღვაწლი საჯარო ცხოვრებასა და პოლიტიკაში ეს გახლავთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ქველმოქმედებას, არჩილ თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის ქვეყანას, საზოგადოებას და მოქალაქეებს.

„მას უპრეცედენტო პროექტები აქვს დაფინანსებული განათლების, გარემოს დაცვის, კულტურის სფეროში და ალბათ, ეს ის საკითხია, რისთვისაც მას მადლობა საზოგადოებამ უნდა გადაუხადოს. პოლიტიკოსების მხრიდან ალბათ ამაზე ზედმეტი საუბარი არ იქნებოდა სწორი. მე შემიძლია გესაუბროთ, რა დემოკრატიული ცვლილებების სათავეში გახლდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ის პოლიტიკაში იყო“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.