3 თვის განმავლობაში კამპანია, რომელიც ამ პარტიებმა ააგორეს იყო ტყუილზე დაფუძნებული და როცა კამპანია ტყუილზეა დაფუძნებული საბოლოო ჯამში ის თვითონ ამ კამპანიის წევრებს ავნებს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ევროპულ საქართველოში“ მიმდინარე ცვლილებებს.
„3 თვის განმავლობაში კამპანია, რომელიც ამ პარტიებმა ააგორეს იყო ტყუილზე დაფუძნებული და როცა კამპანია ტყუილზეა დაფუძნებული საბოლოო ჯამში ის თვითონ ამ კამპანიის წევრებს ავნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან ავნო თვითონ ამ ჯგუფებს, ვხედავთ როგორ წავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ვხედავთ როგორ გაიხლიჩა „გირჩი“, ვნახეთ თუ როგორ ტოვებენ „ლელოს“ პარტიის წევრები და ახლაც არის მოლოდინი, რომ დაახლოებით იგივე განმეორდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება.