პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოსტიდან მის შესაძლო წასვლაზე ინფორმაცია წელიწადზე მეტია ისმის და ეს ჩვეულებრივი ჭორებია, რომელიც მოსაბეზრებელი გახდა.
„ხომ ხედავთ, ჯერჯერობით მოვდივარ. ხომ არ შეიძლება, რამდენჯერაც ჟურნალისტებთან დავდგები, კითხვა იყოს, როდის მიდიხართ, უკვე იუმორის ნაწილია ეს ყველაფერი“, - აღნიშნა გახარიამ.