ნიკოლოზ სამხარაძე: პარლამენტი საბავშვო ბაღი არ არის, სადაც შეიძლება მიხვიდე ხუთშაბათს და არ მიხვიდე ორშაბათს ან შაბათს - ეს ყველაფერი სასაცილოა

ნიკოლოზ სამხარაძე: პარლამენტი საბავშვო ბაღი არ არის, სადაც შეიძლება მიხვიდე ხუთშაბათს და არ მიხვიდე ორშაბათს ან შაბათს - ეს ყველაფერი სასაცილოა

პარლამენტი საბავშვო ბაღი არ არის, სადაც შეიძლება მიხვიდე ხუთშაბათს და არ მიხვიდე ორშაბათს ან შაბათს და თქვა, რომ ავად ხარ - ეს ყველაფერი სასაცილოა, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე "რესპუბლიკელთა" ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ.

„ეს არის როგორც პარლამენტის, ასევე სახელმწიფოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა, როცა შენთვის მნიშვნელოვან, ასეთ მერკანტილურ საკითხებზე შეგიძლია თქვა, მივალ და ხელს ღილაკს მივაჭერ და დანარჩენი თემები - ეკონომიკური განვითარება, საგარეო პოლიტიკა და სოციალური თემა არ გაინტერესებს. ეს არის თვითლუსტრაცია. ოპოზიციამ საკუთარი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა“, - განუცხად ჟურნალისტებს სამხარაძემ.