ლევან თარხნიშვილი: პარტიაში არის საჭიროება, რომ რაღაცები შეიცვალოს

ლევან თარხნიშვილი: პარტიაში არის საჭიროება, რომ რაღაცები შეიცვალოს

“მარტივად რომ ვთქვათ, პარტიაში არის საჭიროება, რომ რაღაცები შეიცვალოს”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები არჩევნების შემდეგ “ჩვეულებრივი ამბავია”.

“ჩვეულებრივი ამბავია, როცა ყოველი არჩევნების მერე მიმდინარეობს ანალიზი იმისა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს და რა უნდა შეიცვალოს. ახლა ვართ ამ პროცესში და ჩვენ ვთვლით, რომ გარკვეული ცვლილებები საჭიროა. როგორი იქნება ეს ცვლილებები ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

ამასთან, მან არ დაადასტურა პარტიიდან ლიდერების წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

“არაფერს არ ვადასტურებ. მიმდინარეობს მუშაობა და როგორც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ის იქნება”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, დღეს, პარტიაში არაფორმალური შეხვედრა აქვთ.