ყველა უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინცც არ უნდა იყოს ის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ქრონიკას“ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არა აქვს მნიშვნელობა იმას, პოლიტიკოსია თუ რიგითი მოქალაქე, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
„როდესაც შენ ერთის მხრივ, ეყრდნობი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მეორე შემთხვევაში არ გჯერა სასამართლოსი, ეს ორმაგი სტანდარტის დამკვიდრების მცდელობაა. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი თასვ პოლიტიკოსად თვლის, მისი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ კანონების შესრულებას ხელი შეუწყოს. მით უმეტეს, თუკი მას პერსპექტივაში წარმოუდგენია, რომ ოდესმე შესაძლოა ხელისუფლებაში მოვიდეს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.